თავში

როგორია ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა

როგორია ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა
როგორია ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება. ამის შესახებ report.ge-ს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიციელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები კისრისა და წვივის არეში ჰქონდა. 

ბათუმში პოლიციელი გუშინ ღამით დაჭრეს. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ "პლაზასთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. მათივე ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქის მანქანა გააჩერა. თავდაპირველად მძღოლსა და პატრულ-ინსპექტორს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგაც მოქალაქემ სამართალდამცველს ჭრილობა მიაყენა.

როგორც report.ge -ს შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system