თავში

გლდანისა და ისნის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გლდანისა და ისნის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გლდანისა და ისნის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი –  10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ვეკუას, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ბუკისციხის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, კაიშაურის, ნიაბის, კიკეთის და შილდის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system