თავში

ომბუდსმენი მოსამართლეების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

ომბუდსმენი მოსამართლეების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
ომბუდსმენი მოსამართლეების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ნინო ლომჯარიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა. აღნიშნული მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა სარჩელით.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

კანდიდატების შერჩევის საკითხზთან დაკავშირებით სახლახო დამცველი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებები ფარულად და დასაბუთების გარეშე მიიღება. მისი თქმით, ასევე პრობლემას წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა. 

შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ, კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არარსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ასევე დააყენა შუამდგომლობა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის უვადო კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა. პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია 7 სექტემბერს წარედგინა, მანამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system