თავში

ომბუდსმენი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაიშუროს

ომბუდსმენი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაიშუროს
ომბუდსმენი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ძალისხმევა არ დაიშუროს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაიშურონ ძალისხმევა, დეფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად, რომელიც, ომბუდსმენის შეფასებით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

ნინო ლომჯარიას თქმით, დაკავების მომენტიდან  ის იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცული იყოს საქართველოს მოქალაქის უფლებები და მოხერხდეს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მისივე მტკიცებით, სახალხო დამცველის ოფისს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ოჯახის წევრებთან.  

"გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანი, ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მსგავსი შემთხვევები, ამა თუ იმ მიზეზით წინა წლებშიც ფიქსირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისთვის, რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი ახალგორში უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველა ასეთ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, იწვევს იქ დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ნინო ლომჯარიას თქმით, გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით. 

"იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები" - აღნიშნავს ომბუდსმენი. 

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში უკვე მესამე დღეა იმყოფება. ის ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

საქმე ახალგორის ე.წ. -მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთა ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system