თავში

ომბუდსმენი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ომბუდსმენი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ომბუდსმენი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების მიმდინარეობისას, ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან თავის შეკავების პასუხისმგებლობა პოლიციას ეკისრება. მისივე თქმითმ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აქციების მონაწილეებთან უნდა აწარმოონ.

"საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება.

აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში. უფლებით სარგებლობის ფარგლებში კარვის განთავსების შესაძლებლობას ეროვნული სასამართლოც აღიარებს. იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება.

საყურადღებოა ისიც, რომ გავრცელებული კადრების შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია სამართალდამცავთა კორდონით, რაც საჯარო სივრცეში შეკრების სასურველ ადგილას გამართვის შესაძლებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება უფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოსთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებებს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან" - .აცხადებს ლომჯარია. 

პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს 20 პირი დააკავეს. შსს-ს განმარტებით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ ცდილობდნენ. 

მოგვიანებით პარლამენტთან "ლელოს" ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ. მათ ასფალტზე წარწერების გაკეთება სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა. "ლელოს" ლიდერების განცხადებით, დაკავებულია მათი პარტიის 6 წევრი. 

მიმდინარე პროცესებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა "ქართული ოცნება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციური ძალებია აქეზებენ ძალადობას და აღრმავებენ პოლარიზაციას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system