თავში

ომბუდსმენი პრემიერ-მინისტრის შვილების ამსახველ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი პრემიერ-მინისტრის შვილების ამსახველ კადრებზე განცხადებას ავრცელებს
ომბუდსმენი პრემიერ-მინისტრის შვილების ამსახველ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი გავრცელებულ ვიდოე-მასალას ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს კახეთში მყოფი ტელეკომპანია "პირველის" გადამღები ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის კითხვების დასმას და მათ ჩაწერას. 

ნინო ლომჯარია მოუწოდებს მედია საშუალებების წარმომადგენლებს, პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

"რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების, თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.

დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.

შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით," - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system