თავში

ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს

ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს
ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს

ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი და მიუღებელია - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

მისი შეფასებით, ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება შესაძლებელია, აღქმული იყოს ძალადობის წახალისებად. 

„ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ ერთი ერთზე ფიზიკური დაპირისპირება უმოფრო მისაღებია, ან ჯდება ქართულ ტრადიციებში, ეს მსოფლმხედველობა შესაცვლელია. ჩვენს საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი და მიუღებელია. ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში, ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში: სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ასე შემდეგ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ჩხუბი იცის ერთი-ერთზე, ხოლო ჯგუფური ძალადობა მიუღებელი და არაქართულია. მისი თქმით, ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system