
2021 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა.
486 გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, ომბუდსმენის ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
საპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს.
ანგარიშში ასახულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება. ასევე საუბარია ფსიქიატრიულ სტაციონარებში მოთავსებულ ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზეც.
ლომჯარიას ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილებაზე.
ანგარიშში ასევე შეფასებულია გიორგი რურუას საქმისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობის შეწყვეტის ფაქტები. დოკუმენტში ასევე საუბარია დავით გარეჯის საქმეზეც.
ვრცელ დოკუმენტში ნინო ლომჯარია ასევე საუბრობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ფემიციდის მზარდ სტატისტიკაზე, გენდერულ საკითხებსა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე.
ომბუდსმენის ანგარიშის სრულად იხილეთ ბმულზე.