თავში

ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი აუღეს
ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროს თანამშრომლის ტესტს კორონავირუსზე, ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ.

როგორც სასტუმროს პრესსამსახურში report.ge-ს განუცხადეს, 30 წლამდე ქალი, რომელიც სასტუმროში მუშაობს, იტალიიდან 21 დღის წინ დაბრუნდა. ტემპერატურის მატება კი გუშინ აღენიშნა, რის გამოც კლინიკას მიმართა.

,,მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავის დაზღვევის მიზნით მივიდა კლინიკაში. აუღეს ანალიზები, დღის ბოლოს ველოდებით პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან", - აცხადებენ სასტუმროში.

8 მარტს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებული განყოფილებიდან, თბილისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანა. 

არის თუ არა ახალგაზრდა ქალი covid 19-ის მატარებელი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 51 ადამიანი გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system