თავში

"ომიკრონი", რა თქმა უნდა, შემოაღწევს საქართველოშიც - იმნაძე

"ომიკრონი", რა თქმა უნდა, შემოაღწევს საქართველოშიც - იმნაძე
ომიკრონი, რა თქმა უნდა, შემოაღწევს საქართველოშიც - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, საქართველოშიც ადრე თუ გვიან, შემოვა.

მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთ თვეში მოხდება.

"რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და აფრიკასთან დღეში რამდენიმე რეისი არ გვაქვს, განსხვავებით ევროპისგან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე.

სწრაფი გავრცელება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მახასიათებელია. სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი ერთდროულად ხდება ავად, რაც ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს სამედიცინო დახმარების სისტემების გადატვირთვას", - აღნიშნა პაატა იმნაძემ "პალიტრასთან". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system