თავში

"ომიკრონი" უკვე შეიცვალა და გაორდა - გიორგი ფხაკაძე

"ომიკრონი" უკვე შეიცვალა და გაორდა - გიორგი ფხაკაძე
ომიკრონი უკვე შეიცვალა და გაორდა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა, "ომიკრონმა" უკვე სახეცვლილება განიცადა ის ახლა ორი ვარიანტის სახით არის წარმოდგენილი. ახალი შტამისგან თავის დასაცავად ფხაკაძე მოსახლეობას ვაქცინაციას, ხოლო უკვე ვაქცინირებულებს ბუსტერული დოზის გაკეთებას ურჩევს.

“ახალი კოვიდის ვარიანტი “ომიკრონი”. რა სიახლეები გვაქვს. ის უკვე შეიცვალა ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გაორდა. არსებული კოვიდის "ომიკრონის" ვარიანტი B.1.1.529, უფრო მარტივად, არის BA.1, ხოლო ახალი ვარიანტი, ანუ ახალი განშტოება კი არის BA.2. სტანდარტული პსრ ტესტი ხედავს, რომ არის კოვიდი (რაც კარგი ამბავია), მაგრამ ვერ ადგენს კონკრეტულად ამ ახალ BA.2. ვარიანტს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ გავრცელების სიჩქარით "ომიკრონის" ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა" ვარიანტი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, სხვა ვარიანტებთან/შტამებთან შედარებით უფრო აგრესიულია თუ არა.

საქართველოს მოსახლეობის 20%-მდე არის სრულად აცრელი (ამაზე ნუ ვიდავებთ), რაც ზრდის საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას და, შედეგად, მაღალ სიკვდილიანობას.
საქართველოს საზღვრები კოვიდისთვის აბსოლუტურად „ღიაა“, განსაკუთრებით, ახალი ვარიანტის შემოსასვლელად, რადგან საქართველოში შემომსვლელებს, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, არ ვთხოვთ პსრ ტესტს (ორჯერ/სრულად აცრილებმაც შეიძლება შემოიტანო SARS-CoV-2-ის რომელიმე ვარიანტი). შვეიცარიამ და დიდმა ბრიტანეთმა ორშაბათიდან შეცვალეს საზღვრის კვეთის რეგულაცია. საქართველომ სასწრაფოდ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
ქვეყანაში ყველა შემოსულმა ადამიანმა საზღვარზე უნდა წარადგინოს:
შემოსვლამდე 72 საათით ადრე აღებული პსრ უარყოფითი ტესტის პასუხი, საქართველოში კი მე-4 და მე-7 დღეს უნდა გააკეთოს პსრ ტესტი
https://www.bag.admin.ch/.../quarantaene-einreisen...

უკვე აცრილებს, განსაკუთრებით, ინაქტივირებული (სინოფარმი/სინოვაკი) და ვექტორული (ასტრაზენეკა) ვაქცინებით აცრილებს ზოგადად; ფაიზერებით აცრილებს (მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ) და კოვიდგადატანილებს:
აქამდეც გირჩევდით და ახლაც - დროულად გაიკეთეთ ბუსტერი (მე-3 დოზა), გთხოვთ. ან თუ გადატანის გამო არ იცრებით - აიცერით "ომიკრონის" ძალიან ფართო გავრცელებისას ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, დიდი ალბათობით.

მესამე დოზას/ბუსტერს მე ყველა შემთხვევაში მ-რნმ ვაქცინით (ფაიზერი ან მოდერნა) გავიკეთებდი. ცხადია, ისეთი იშვიათი გამონაკლისები არ იგულისხმება, როცა იგივე ვაქცინის გაკეთება აღარაა რეკომენდებული, მაგალითად, კონკრეტულ ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა.

თუ ფაიზერით არის ადამიანი აცრილი, ბუსტერის სახით სტანდარტულად კეთდება ერთი დამატებითი დოზა.
საქართველოში თუ აცრილი ხართ სხვა ვაქცინით და ფაიზერით იბუსტებით, სტანდარტულად აკეთებენ ერთ დოზას. თუმცა, თუ, მაგალითად, მოგზაურობისთვის ორჯერადად ფაიზერით აცრა გჭირდებათ - აკეთებთ შესაბამის მოთხოვნას და ცრიან ორჯერ - 21 დღის ინტერვალით. ამისთვის რომელიმე იმ ქვეყანაში გასაფრენი ბილეთის ჯავშანი უნდა წარადგინოთ (მაგალითად, საფრანგეთი), სადაც მხოლოდ ფაიზერით აცრილებს უშვებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის თარიღი ისე იყოს, რომ ბოლო, ანუ მეორედ აცრიდან 2 კვირა იყოს გასული.
ჯანმრთელობას გისურვებთ“
- წერს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system