თავში

"ომიკრონის" გამო პანიკის საფუძველი არ გვაქვს - ცერცვაძე

"ომიკრონის" გამო პანიკის საფუძველი არ გვაქვს - ცერცვაძე
ომიკრონის გამო პანიკის საფუძველი არ გვაქვს - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა", თუმცა "ომიკრონის" საფრთხეებზე საუბარი გაზვიადებულია.

მისი თქმით, რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომებს, აბსოლუტურად იგივე რჩება,

"კარგი ის არის, რომ ჯერჯერობით არ არის მონაცემები, რომ ეს შტამი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და სასიკვდილო დაავადებას, უფრო მეტიც, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, სიკვდილი ამ შტამისგან არ დაფიქსირებულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კარგი არ არის, როცა ახალი შტამი ჩნდება, რადგან ახალ გამოწვევებთან გვიხდება შეჭიდება, მაგრამ ამ შტამთან დაკავშირებით პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ამ შტამთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბარიც არის გაზვიადებული და მკვეთრად გაზვიადებული. თუ ეს შტამი საქართველოში გავრცელდება და ალბათ, რაღაც დროს გავრცელდება, შესაძლოა, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, არ მოიმატებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის რაოდენობა, მითუმეტეს, რომ ჩვენ ის მედიკამენტები გვაქვს არსენალში, რომლის მიმართაც ეს შტამი მგრძნობიარეა. ამიტომ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ დრამატულად არაფერი ცუდისკენ არ შეიცვლება, ხოლო რაც შეეხება ამ ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომებს, აბსოლუტურად იგივე რჩება, რაც წინა შტამის დროს იყო. ეს არის ვაქცინაცია, სანამ არ დამტკიცებულა, რომ ვაქცინა ეფექტური არ არის და მეორე, ეს არის რა თქმა უნდა, პირბადე. ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე არის უნივერსალური საშუალება კორონავირუსის ყველა შტამის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system