თავში

"ომიკრონის" გავრცელების სიჩქარე გაცილებით სწრაფია, ვიდრე "დელტა" შტამის - ტიკარაძე

"ომიკრონის" გავრცელების სიჩქარე გაცილებით სწრაფია, ვიდრე "დელტა" შტამის - ტიკარაძე
ომიკრონის გავრცელების სიჩქარე გაცილებით სწრაფია, ვიდრე დელტა შტამის - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მსოფლიოში ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დაკვირვებებით გამოჩნდა, რომ ის ძირითადად ახალგაზრდებში ვრცელდება.

აღნიშნულის მიზეზად, ეკატერინე ტიკარაძე ახალგაზრდების აუცრელობას ასახელებს.

მისი თქმით, განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ყველაზე აქტიურად 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა იცრება, ხოლო ახალგაზრდებში ვაქცინაციის მოცვა შედარებით დაბლია, "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევებიც სწორედ ამ ასაკის მოქალაქეებში იკვეთება.

"ბევრი არ ვიცით ამ შტამის შესახებ, თუმცა ვიცით რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი და ეს ასპექტები არის შემდეგ, რომ მისი გავრცელების სიჩქარე არის გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე დელტა შტამის სიჩქარე. ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ევროპა რეაგირებას საკმაოდ მკაცრად მის მიმართ. ასევე, გამოიკვეთა, რომ მისი გადადება ხდება ძირითადად ახალგაზრდებში. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გაიმართა გარკვეული კამათი იქედან გამომდინარე, რომ როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებშიც ძირითადად აცრილი არის 60 წელს ზევით მოსახლეობა, ხოლო მნიშვნელოვნად იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებელი ახალგაზრდა მოსახლეობაში, ახალგაზრდების ინფიცირების მიზეზად დასახელდა სწორედ ეს გარემოება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოქალაქეები ნაკლებად ვაქცინირებულები არიან, რა თქმა უნდა, ინფიცირებაც სწორედ ამ ასაკის მოქალაქეების ხდება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემართება რომელიმე კონკრეტული ასაკის ჯგუფს ან რომელიმეს არა. უბრალოდ, იქ 60 წელს ზევით მოქალაქეებს იცავს ვაქცინაცია.

სადაც ეს შტამი გავრცელებულია, ამბობენ, რომ მას ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ ესეც გახდა გარკვეულწილად დავის საგანი, ვინაიდან, ასევე ქართული სტატისტიკით, ჩვენ ვხედავთ, რომ 60 წელს ქვევით მოქალაქეები გაცილებით უფრო მარტივად იტანენ კორონავირუსს და გადააქვთ უფრო ამბულატორიულ და სახლის პირობებში, ვიდრე 60 წელს ზევით მოქალაქეები. ამას ალბათ დასჭირდება რამდენიმე თვიანი დაკვირვება იმისათვის, რომ ჩვენც ზუსტად ვიცოდეთ, რა ხასიათი აქვს ამ მუტაციას,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system