თავში

"ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია - ივანე ჩხაიძე

"ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის
ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია - ივანე ჩხაიძე

"ომიკრონის" შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრული ინფიცირებულების. ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, ვიდრე "დელტა" შტამის შემთხვევაში იყო. ჩხაიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს უსაფრთხო სახლისა და სკოლის შენარჩუნებას, რადგან გადადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 

12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი სამწუხაროდ დაბალია, ისევე როგორც მთელ მოსახლეობაში. პრაქტიკულად ჩვენ ვერ ვახერხებთ უზრუნველვყოთ უსაფრთხო სახლი. ეს ეხება სკოლასაც, რადგან სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს.

ერთი, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით არ წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორსაც „დელტა“. თუმცა ისე არ უნდა განვიხილოთ, რომ „ომიკრონი“ არის სრულიად უწყინარი და ყველა შემთხვევაში მიმდინარეობდეს მსუბუქად. დიახ, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა პერიოდში“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system