თავში

"ომიკრონთან" საბრძოლველად ეს მთავარი ბერკეტია - ტიკარაძე

"ომიკრონთან" საბრძოლველად ეს მთავარი ბერკეტია - ტიკარაძე
ომიკრონთან საბრძოლველად ეს მთავარი ბერკეტია - ტიკარაძე

პირები, რომლებიც ახალი შტამით დაინფიცირდნენ, არ იყვნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები, შესაბამისად "ომიკრონთან" საბრძოლველად მთავარი ბერკეტი კვლავ ვაქცინაციაა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოში ახალი შტამის მართვას, პირველი რეკომენდაციები გათვალისწინებულია. 

"ახალ შტამს გავრცელების უფრო მაღალი სიჩქარე ახასიათებს, თუმცა ექიმები იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტების ამ შტამის მკურნალობის კუთხით პრაქტიკა აქვთ, სიმპტომურად არ აღნიშნავენ, რომ უფრო რთულად მიმდინარეობს, რაც თითქოსდა კეთილსაიმედოა. აღსანიშნავია, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ ხანდაზმულები ამ ქვეყნებში 90% -ით აცრილები არიან. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. მოქალაქეებს, ვისაც ახალი შტამი შეხვდათ, არ ჰქონდათ შესაბამისი ვაქცინაცია ჩატარებული. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან ბერკეტად მაინც ვაქცინაცია რჩება. რაც შეეხება საქართველოში ამის მართვას, პირველი რეკომენდაციები რაც გავეცით, არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება ანტიგენ ტესტირებას, მნიშვნელოვანია PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენ ტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული. ჩვენ გავუწევთ რეკომენდაციას, რათა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system