თავში

ომში ვარ ნამყოფი და 5 ივლისის მსგავსი ძალადობა ომშიც არ მინახავს - მეუფე ნიკოლოზი

ომში ვარ ნამყოფი და 5 ივლისის მსგავსი ძალადობა ომშიც არ მინახავს - მეუფე ნიკოლოზი
ომში ვარ ნამყოფი და 5 ივლისის მსგავსი ძალადობა ომშიც არ მინახავს - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ამბობს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესწავლა უნდა მოხდეს და ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ძალადობაში იღებდა მონაწილეობას.

"რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ქვეყანაზე, ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი, ომი მინახავს და აი, ასეთი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე, რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა. ამაზე უარესი ის იყო, რომ ეს იყო თავისუფლების და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად შესასწავლი. იმ კადრებით იდენტიფიცირება ხერხდება ადამიანების, ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამისი დამკვეთი. ეს უნდა იყოს გამოძიებული და რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს,“ - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system