თავში

ონის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ონის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ონის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ონჭევში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლაში. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია.

ადგილზე იმყოფებიან ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system