თავში

ონსა და ცაგერში მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარნენ

ონსა და ცაგერში მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარნენ
ონსა და ცაგერში მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარნენ

ონსა და ცაგერში, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინიციატივით, სააგენტოს დირექტორი და მხარის რწმუნებული იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ამხანაგობების შექმნის რეკომენდაცია მისცა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები, ჯამში, 29 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system