თავში

ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური - ინგა გრიგოლია

ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური - ინგა გრიგოლია
ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" გარშემო მიმდინარე ამბავს ეხმაურება. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ აქვს იმედი იმის, რომ გუშინ გავრცელებული ჩანაწერებს არ მოჰყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე, ჟურნალისტებსა და ტელევიზიის მფლობელზე. 

"ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, ამიტომ ჩამენაცვლა გუშინ ანუნა ახალაია ეთერში (დიდი წარმატებით გამოუვიდა,ჩემზე ბევრად კარგად). იმედია, რაც გუშინ ტვ ,,პირველზე,, გავიდა, ამ ყველაფერს არ მოყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე, ჟურნალისტებზე და ტელევიზიის მფლობელზე, რომლის მამაზეც უკვე მოხდა ანგარიშსწორება ,ტვ ,,პირველის,, გამო ,სასამართლოთი,პროკურატურით და თავდასხმით ,რაც არავის გამოუძიებია. იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება მთლიანად ტელევიზიაზე, რისი ღია ნიშნებიც და მოწოდებებიც უკვე სახეზე იყო, ეთერში შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ ,,ოცნების,, და მათი პროპაგანდისტული არხების მხრიდან", - ნათქვამია ინგა გრიგოლიას Facebook პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system