თავში

სპორტის სასახლესთან დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება

სპორტის სასახლესთან დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება
სპორტის სასახლესთან დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება

სპორტის სასახლესთან დაჭრილ ახალგაზრდა კაცს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ report.ge-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდას ჭრილობა სახის არეში აღენიშნებოდა.

ფაქტის თვითმხილველები report.ge-სთან ყვებიან, რომ შემთხვევა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ გასართობ ცენტრთან მოხდა. ახალგაზრდა კაცთან რამდენიმე პირი მივიდა, შემდეგ კი ჩხუბის ხმა შემოესმათ, რასაც დაჭრა მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system