თავში

ვაკეში დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება
ვაკეში დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მეორე დაჭრილის მდგომარეობა კი სტაბილურია. ამის შესახებ report.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგიური და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკა კვაჭაძემ განუცხადა.

,,ოპერაცია უტარდება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობის შესახებ სხვას ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, მეთვალყურეობის ქვეშ არის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია", -  განუცხადა report.ge-ს ნიკა კვაჭაძემ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system