თავში

,,ოპერაციას ვგეგმავთ" - გუგა ქაშიბაძე ბენზინით დამწვარ ქალზე

,,ოპერაციას ვგეგმავთ" - გუგა ქაშიბაძე ბენზინით დამწვარ ქალზე
,,ოპერაციას ვგეგმავთ - გუგა ქაშიბაძე ბენზინით დამწვარ ქალზე

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, სტაბილურია - ამის შესახებ report.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მედიკოსის თქმით, პაციენტთან მომავალ კვირას ქირურგიული ჩარევა იგეგმება.

,,ამ დროისთვის, პაციენტთან ვინარჩუნებთ სტაბილურ დინამიკას, მომავალ კვირაში თუ მდგომარეობამ მოგვცა საშუალება ქირურგიულ ჩარევას ვგეგმავთ, მკვდარი ნაწილების მოშორებასა და პლასტიკურ დახმარებას",- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს მიღებული აქვს სხეულის თერმული დამწვრობა 37%, მეორე-მესამე ხარისხის. ძირითადად, დაზიანებული აქვს ორივე წვივი და ორივე ბარძაყი ცირკულარულად.

ცნობისთვის, 30 ივნისს თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system