თავში

"ოპერის წამყვანი მომღერლები კარგად იცნობენ" - ანა ონიანს მხარდაჭერას უცხადებენ

"ოპერის წამყვანი მომღერლები კარგად იცნობენ" - ანა ონიანს მხარდაჭერას
ოპერის წამყვანი მომღერლები კარგად იცნობენ - ანა ონიანს მხარდაჭერას უცხადებენ

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა მხარს ქართული ოპერის მომღერლები უჭერენ. ანა ონიანს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა უკვე აღებული აქვს კონსერვატორიის შიდაშესარჩევ გამოცდაზე 98 ქულა. თუმცა, ეროვნულ გამოცდებზე ის ვირუსის გამო არ დაუშვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ძმა წერს. 

"გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი. მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ", - წერს ირაკლი ქურასბედიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system