თავში

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ფურცელაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია განხორციელდა

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ფურცელა
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ფურცელაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია განხორციელდა

ორბელიანის  მოედნის მიმდებარედ, ფურცელაძის ქუჩის შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. წარდგენას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუძღვა. მისი განცხადებით, რეაბილიტაციის დროს შენობის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა, რის გამოც ფაქტობრივად ახალი სახლის მშენებლობა გახდა საჭირო. კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ შენობაში მცხოვრები ოჯახებისთვის შიდა სარემონტო სამუშაოებიც ჩატარდა და მათ განახლებული, გარემონტებული ბინები ჩაბარდათ. 

"ორბელიანის მოედნის მიმდებარედ კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია დავამთავრეთ, აქ მცხოვრებ ადამიანებს, რეაბილიტაციის შემდგომ გადაეცათ გარემონტებული სახლები. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო გამომდინარე იქედან, რომ გარკვეული ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. დანგრეული იყო და რეაბილიტაციის დროს ჩამოინგრა ერთი ნაწილი. რისი აღდგენაც შეიძლებოდა აღდგენილია, მოწესრიგებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system