თავში

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების სწავლება გაიმართა

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების სწავლება გაიმართა
ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების სწავლება გაიმართა

ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების საჩვენებელი სწავლება გაიმართა. დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა საბრძოლო სროლები, შეტევა და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელა. 

საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მიზიდული იყო 34-ე საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამავე ბატალიონის ავტოტექნიკა, ჯავშანტექნიკა და შეიარაღება.

საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა, როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, აგრეთვე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system