თავში

ორფოლოს პოლიგონზე ქართულ-უკრაინული საველე სწავლება ჩატარდა

ორფოლოს პოლიგონზე ქართულ-უკრაინული საველე სწავლება ჩატარდა
ორფოლოს პოლიგონზე ქართულ-უკრაინული საველე სწავლება ჩატარდა

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ქართულ-უკრაინული საველე სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრ-შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. 

იმიტირებული სცენარის მიხედვით ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, ასევე უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება იყო.

სწავლებაში საინჟინრო, საარტილერიო, სატანკო და შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების კომპონენტები იყო ჩართული, მათ შორის სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო.

Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 

მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანაა ჩართული. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილი უკვე დასრულდა, საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დაიხურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system