თავში

ორფოლოში 31-ე ბატალიონის საველე წვრთნები ჩატარდა

ორფოლოში 31-ე ბატალიონის საველე წვრთნები ჩატარდა
ორფოლოში 31-ე ბატალიონის საველე წვრთნები ჩატარდა

საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებთან ურთიერთშერწყმისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწის მიზნით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური 2-კვირიანი საველე სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,სწავლებას დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დაესწრო.საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. 

სწავლების სცენარის მიხედვით, 31-ე ბატალიონმა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელა და ობიექტი დაიპყრო, რათა მოწინააღმდეგის მხრიდან ძირითადი ძალების მისაღებად პლაცდარმის მომზადება არ დაეშვა.

ამოცანის შესასრულებლად კი, ქვედანაყოფმა მხარდამჭერ ძალებთან ერთად შეტევითი ოპერაციები და ტაქტიკური გადაადგილება განახორციელა, დაიკავა თავმოყრის რაიონი და გაანადგურა პირობითი მოწინააღმდეგე.

ორკვირიან სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის 139 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 31-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო, დაზვერვის ასეულის სნაიპერთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულის სამხედროებთან ერთად ჩაატარა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system