თავში

ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი მედიცინაში - ცერცვაძე

ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი მედიცინაში - ცერცვაძე
ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი მედიცინაში - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, როგორ მუშაობს კოვიდ-პაციენტებში საქარველოში მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც გერმანიის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა, ხოლო მანამდე ამავე ჯგუფის პრეპარატი საქართველომ შეერთებული შტატებისგან მიიღო.

"სულ რაღაც 3 დღის წინ შემოვიდა მონოკლონური ანტისხეულების პარტია. ეს არის უმაღლესი პილოტაჟი მედიცინაში. ეს არის ხელოვნურად, გენური ინჟინერიით გამოყვანილი ანტისხეულები, ისეთი როგორიც კოვიდგადატანილს აქვს და იცავს მას. ეს მონოკლონური ანტისხეულები არის ის ანტისხეულები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება აცრის ან კოვიდის გადატანის შემდეგ. ეს გამზადებული სახით, ფლაკონშია და მონოკლონური იმიტომ ჰქვია, რომ მიღებულია ერთი უჯრედიდან, ანუ მილიონი ტყუპისცალი ანტისხეულია ძალიან მაღალი ეფექტურობით. მას აქვს ანტივირუსული მოქმედება, თუ მას მისცემ პირველი 7-10 დღის მანძილზე, როცა ვირუსი მრავლდება, ძალიან დიდი ალბათობით პროცესი შეწყდება და აღარ გადავა მძიმე იმუნურ ფაზაში.

აი ამ მონოკლონური ანტისხეულების 2 ჯგუფი არსებობს, ჩვენ შემოვიტანეთ ორივე. ერთი დასახელების მედიკამენტი, რომელიც ისევ ამერიკამ გვაჩუქა, განკუთვნილია ბინაზე და კოვიდსასტუმროში მყოფებზე, ვინც ნაკლებად მძიმეა მაგრამ რისკი აქვს დამძიმების, ან ასაკი აქვს ან თანმხლები დაავადებები. პრევენციული არაა იმ გაგებით, როგორც ვაქცინა, რომ ჯანმრთელმა გაიკეთოს. ეს არის მძიმე ფორმების პრევენცია. ახლა ჩატარდება ოჯახის ექიმებისთვის და 100 კოვიდკლინიკისთვის ტრენინგების სერია.

მონოკლონური ანტისხეულების მეორე ჯგუფია, რომელიც კლინიკაში გამოიყენება უკვე მძიმე ავადმყოფებში და ეს გერმანიის მთავრობამ გვაჩუქა 3000 დოზა. შედეგს მოგვიტანს იმას, რომ შემცირდება გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system