თავში

სოფელ შავშვებთან ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

სოფელ შავშვებთან ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
სოფელ შავშვებთან ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც ორი ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system