თავში

ორი მძიმე კოვიდპაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ორი მძიმე კოვიდპაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ორი მძიმე კოვიდპაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობდა და მათ რიცხვს ერთი დაემატა.

„ეს ერთი შემთხვევა არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და სულ გვყავს 41 დადასტურებუი შემთხვევა. პაციენტების მდგომარეობა კი ასეთია: ორი მძიმე პაციენტი გვყავდა. მათი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღეა სტაბილურია და დღეს შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშაულოზე მსუბუქია," - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system