თავში

"ორი წელი ვემალე და მაინც მომაგნო" - ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

"ორი წელი ვემალე და მაინც მომაგნო" - ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე კორონავირუსით დაინფიცირდა
ორი წელი ვემალე და მაინც მომაგნო - ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი თამარ ჩიხლაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მან თავად დაწერა. 

როგორც ირკვევა, ჟურნალისტი აცრილია და თავს მშვიდად გრძნობს. სწორედ აცრას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ კორონავირუსი მისგან შვილებს არ გადაედო.

"თითქმის ორი წელი ვემალე, ვერც აქციებზე მომწვდა, ვერც ტელევიზიის სტუდიაში, 9 თვე თინაც დავუმალე და გუშინ მაინც მომაგნო. მთავარია ორჯერ აცრა დავასწარი და მშვიდად ვარ. ბავშვებს არ გადადებიათ დარწმუნებული ვარ, სწორედ აცრის დამსახურებით. ჯერ უკლასტერო კოვიდდადებითი ვარ.

სხვა რა გზაა, გამოვიკეტე ოთახში და მხოლოდ ამ ცომის ნახვის უფლება მაქვს, რომელიც ორმაგ პირბადეში რომ მხედავს, სიცილით იგუდება" - წერს თამარ ჩიხლაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system