თავში

"ორი თვე ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან" - მეუფე იაკობი

"ორი თვე ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან" - მეუფე იაკობი
ორი თვე ტყვეობაში იყვნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან - მეუფე იაკობი

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსნიონის აღსაზრდელები გაუცხოებულები არიან, რაც ბუნებრივია, რადგან მისივე თქმით, 2 თვე ბავშვები "ტყვეობაში" იყვნენ. 

"სიტუაცია გამოსწორებულია. უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე 2 თვე. იმანაც იმოქმედა 2 თვე რომ ტყვეობაში იყვნენ. თქვენ არ გაბრალებთ იმ ტყვეობას, თქვენ გაინტერესებდათ იყავით, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან. პირველად შევიდა კონტაქტში ომბუდსმენი ამ ბავშვებთან 2018 წლის მერე, გაუცხოება იქნებოდა, მეც რომ მოვედი პირველად ჩემთანაც ასე იყვნენ",- ამბობს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, 2018 წლის შემდეგ პირველად, ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელები დღეს მოინახულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system