თავში

ორივე შვილი დამეღუპა, ბადრი ჩემთვის მკვდარია - ესებუას მამა

ორივე შვილი დამეღუპა, ბადრი ჩემთვის მკვდარია - ესებუას მამა
ორივე შვილი დამეღუპა, ბადრი ჩემთვის მკვდარია - ესებუას მამა

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობს, რომ შვილი მისთვის მკვდარია და მასთან დაკავშირებით აღარაფერი აინტერესებს. 

"სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში... ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით... ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია".- ამბობს ტარიელ ესებუა.

მისივე თქმით, ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და მას იარაღი "ჩაუდეს". 

"დამეღუპა ოჯახი... ბიძინას კი, ამ უდანაშაულო კაცს, რაც გაუკეთეს, ყველამ კარგად იცის. პაემანი გვქონდა მასთან, ცოლ-შვილი მივუყვანე. დედამისმაც ერთხელ ნახა. ნეტავ არ მენახა... კაცი ცარიელი ცხვირია დარჩენილი. რამდენი ხანია აპროტესტებს უკანონოდ დაკავებას და შიმშილობს... 22-ში კიდევ გვიწევს მასთან მიკროპაემანი, მაგრამ დედამისს შევუშვებ, მე არ შევალ, არ შემიძლია მისი ნახვა, ცუდად ვარ...ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვა­ნეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს".- ამობოს ტარიელ ესებუა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system