თავში

"ორჯერ აცრილებში სამი გარდაცვალება გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

"ორჯერ აცრილებში სამი გარდაცვალება გვაქვს" - ამირან გამყრელიძე
ორჯერ აცრილებში სამი გარდაცვალება გვაქვს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. რეინფექცია ერთხელ აცრილებში გვქონდა 5000 შემთხვევა, ორჯერ აცრილებში დაახლოებით 4000.

შემთხვევების უმრავლესობა, ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დასჭირდა, ციფრი აღარ მახსოვს და არ მინდა, რომ შევცდე.

სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება, ორჯერ აცრილებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 518-მა ადამიანმა გაიკეთა.

მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 1 259 391 აცრა გაკეთდა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა. 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system