თავში

ორჯერ ვაქცინირებული რამდენი მოქალაქე მოხვდა კლინიკაში

ორჯერ ვაქცინირებული რამდენი მოქალაქე მოხვდა კლინიკაში
ორჯერ ვაქცინირებული რამდენი მოქალაქე მოხვდა კლინიკაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ორი დოზით ვაქცინირებულებიდან, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0.3%-ს. რეანიმაციაში მოხვედრილთა 98%-ს კი არავაქცინირებული პირები წარმოადგენდნენ.

როგორც გაბუნიამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, ორჯერ ვაქცინირებული პირების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მძიმე თანხმლები დაავადებით იყო განპირობებული.

„1-ელი მარტიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ინფიცირებული პირების 96% ვაქცინირებული არ ყოფილა, უდიდესი ნაწილი ინფიცირდება ის, ვინც აცრილი არ არის. არავაქცინირებული პირების 97% მოხვდა კლინიკაში, რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა 1%-ზე ნაკლებს. ორი დოზით ვაქცინირებულთა შორის იყო ინფიცირების შემთხვევები, აქედან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0,3%-ს მაშინ როდესაც რეანიმაციაში მოხვედრილი პირებიდან არავაქცინირებული იყო 98%. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. გამორიცხული არაფერი არ არის, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ ექნება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ორჯერ ვაქცინირებული პირი დაინფიცირდა. 

იყო  გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა ორჯერ ვაქცინირებული პირების, რაც მძიმე თანხმლები დაავადების გამო მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე რაიმე მიზეზით უარი უნდა ვთქვათ. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გამოსავალი, ამიტომ ვცდილობთ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system