თავში

"ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა კორონავირუსი" - გამყრელიძე

"ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა კორონავირუსი" - გამყრელიძე
ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა კორონავირუსი - გამყრელიძე

ორჯერადად აცრილი არის 903 000, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა "კოვიდი", მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"არიან გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. 23 გარდაცვლილი გვყავდა აგვისტოს ბოლო რიცხვით ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი და მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში - 23", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პირველი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, 18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %.

სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2479 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა 42, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system