თავში

ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ხელმძღვანელი სტაჟიორს სექსუალურად ავიწროებდა  

ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ხელმძღვანელი სტაჟიორს სექსუალურად ავიწროებდა  
ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ხელმძღვანელი სტაჟიორს სექსუალურად ავიწროებდა  

ომბუდსმენი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ხელმძღვანელის მიერ თანამშრომელზე განხორციელებულ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით დაზარალებული კომპანიაში სტაჟირებას გადიოდა. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, ის იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. დაზარალებულმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის ოფისს მიმართა.

„საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა გამოკითხვის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შემავიწროებელს, მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო. ასევე, სახალხო დამცველმა კომპანიას მოუწოდა, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად,“-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system