თავში

ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია - თამარ გაბუნია

ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია - თამარ გაბუნია
ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულად ორსულებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები არ იგეგმება.

„რა თქმა უნდა, იცრებიან ორსული ქალბატონები, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ერთეული შემთხვევებია მხოლოდ ჯერ. კონკრეტულად ორსულებთან დაკავშირებით ცალკე ინდივიდუალური წამახალისებელი ღონისძიება რთულია გამოვყოთ, თუმცა საგანმანათლებლო მუშაობა დაწყებულია. ორსულების ანუ ანტენატალური სერვისის მიმწოდებლების ტრენინგი დაწყებულია. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი გვეხმარება, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ასევე, ვაქცინაციის სიკეთეებთან დაკავშირებით პროტოკოლი გადაიხედა, საინფორმაციო კამპანია გაძლიერდა, მაგრამ განსაკუთრებული სტიმულები მხოლოდ ორსულებისთვის არაა დაგეგმილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system