თავში

"ორსულებში ზრდის მკვდრადშობადობას, ორსულების სიკვდილიანობას .." - მარშანია

"ორსულებში ზრდის მკვდრადშობადობას, ორსულების სიკვდილიანობას .." - მარშანია
ორსულებში ზრდის მკვდრადშობადობას, ორსულების სიკვდილიანობას .. - მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია საქართველოსა და ინგლისის მონაცემებს ადარებს და აცხადებს, რომ "კოვიდით ინფიცირება ორსულებში ზრდის მკვდრადშობადობის, ორსულების სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობის და შობიარობის შემდგომ ბავშვთა რეანიმაციის საჭიროების რისკებს.

"ინგლისში:

უკიდურესად მძიმე კოვიდპაციენტების 20% რომლებსაც სჭირდებათ ECMO, არიან არავაქცინირებული ორსულები;

არავაქცინირებული ორსულები 18დან 49 წლამდე ECMO-ს საჭიროების მქონე კრიტიკული პაციენტების 32%-ს შეადგენენ (მაშინ როცა 2020 წლის მარტის მონაცემებით ეს ნიშნული 6% იყო).

საქართველოში:ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა - 7 338 (ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი - 8.6%):

2020 წელს - 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან);

 2021 წელს - 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან).

COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან გარდაიცვალა 17.2020 წელს - 1 შემთხვევა;021 წელს - 16 შემთხვევა.მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული.კოიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტურია ორსულობის ნებისმიერ ფაზაში.ორსულების ვაქცინაცია კოვიდის (და გრიპის) წინააღმდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია",- წერს სოციალურ ქსელში ექიმი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system