თავში

საქართველოში კორონავირუსისგან მეორე ორსული გამოჯანმრთელდა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსისგან მეორე ორსული გამოჯანმრთელდა - VIDEO
საქართველოში კორონავირუსისგან მეორე ორსული გამოჯანმრთელდა - VIDEO

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი ორსული დატოვებს. 

როგორც რატიანმა განაცხადა, დღეს ბინაზე სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. 

მისივე თქმით, კლინიკას დატოვებს ასევე 5 ორსული, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული კოვიდვირუსის გარეშე. დამატებითი კვლევების შედეგად, კლინიკაში დღეს კიდევ ორი გამოჯანრმთელებული პაციენტი გვყავს, ჯამში სამი პაციენტი დატოვებს კლინიკას. ასევე, გვყავს ორსულები, მათგან 5 დატოვებს კლინიკას. ესენი იყო საეჭვო შემთხვევები და არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია“,- განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 74-მა ადამიანმა დაამარცხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system