თავში

ორთაჭალაში მანქანა დაიწვა - არის მსხვერპლი

​ორთაჭალაში მანქანა დაიწვა - არის მსხვერპლი
ორთაჭალაში მანქანა დაიწვა - არის მსხვერპლი

თბილისში, ორთაჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გზის სავალი ნაწილიდან გადასული „ტოიოტა პრიუსი“ ელექტროსადენის ბოძს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცმა მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ შეძლო და ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მგზავრი ქალი კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system