თავში

ცერცვაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება სარისკოა

ცერცვაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება სარისკოა
ცერცვაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება სარისკოა

როდესაც შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება, ორი ძირითადი მომენტი არის ძალიან სარისკო: ეს არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტურიზმის ამუშავება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანა დიდი გამოცდის წინაშე დგას და საჭიროა, ხელისუფლებამ და ექიმებმა მოიფიქრონ და დააწესონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.

"რა თქმა უნდა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებობს რისკი, რომ ის ძალიან კარგი მდგომარეობა, რომელსაც საქართველომ მიაღწია პანდემიის ამ ეტაპზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლო ერთ კვირაში ახალი ინფიცირებულების რისკი არ აცდენია ერთნიშნა რიცხვს და ბოლო დღეებში საერთოდ არის 1-დან 3-მდე, რაც კარგი მაჩვენებელია. როდესაც შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება, ორი ძირითადი მომენტი არის ძალიან სარისკო: ეს არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და ტურიზმის ამუშავება. რა თქმა უნდა, რისკები მოიმატებს, წინასწარ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი მოსახლეობა, როგორი თვითშეგნება ექნება, როგორ დაიცავს ის იმ წესებს, რომლიც უკვე გამოვიმუშავეთ ამ 3 თვის განმავლობაში, ის ტურისტიც რომ შემოვა, მისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როდესაც გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ გაიხსნება სრული დატვირთვით და მოხდება იქ შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 ადამიანი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი, ასევე იქნება მეტროსადგურებში. ახლა ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოცდის წინაშე, ჩვენმა სახელისუფლებო ვერტიკალმა და ექიმებმა, როგორმე უნდა მოახერხონ, მოიფიქრონ და დააწესონ ის რეგულაციები, რაც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს დაიყვანს მინიმუმამდე, ნულამდე ვერ დაიყვანს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system