თავში

მიხეილ რამიშვილი: აღფრთოვანებული ვარ, რომ საქართველოს ჰყოლია ლევან რატიანი

მიხეილ რამიშვილი: აღფრთოვანებული ვარ, რომ საქართველოს ჰყოლია ლევან რატიანი
მიხეილ რამიშვილი: აღფრთოვანებული ვარ, რომ საქართველოს ჰყოლია ლევან რატიანი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, სოციალურ ქსელში, პირველი საუნივესიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

,,რამდენიმე წუთის უკან დავურეკე ერთ ცნობილ ექიმს, რომელსაც მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ და კონსულტაცია ვთხოვე ახლობლისთვის. 

ჩვენი საუბრის შემდეგ მივწერე ეს სმს-ით. 

შენ გაიხარე და გენაცვალე მაგ სუფთა კაცურ, ვაჟკაცურ და ღირსეულ საუბარში და ქცევაში, გაკვირვებული, გახარებული და აღფრთოვანებული ვარ, რომ საქართველოს ჰყოლია კაცი, რომელსაც ჰქვია ლევან რატიანი, იხარე და იდღეგრძელე შენს ოჯახთან ერთად. 

პ.ს. ღირსეული ადამიანი და ჰიპოკრატეს ფიცის ჭეშმარიტად აღმსრულებელი ბრძანდებით ლევან ბატონო, აბა თქვენ იცით, "სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლა", - წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system