თავში

დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება

დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება
დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია.

შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით იმოქმედებს. 

მთავრობის დადგენილებით, აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლას და გადაადგილებას, რომელიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“ , – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ყოველი დამატებითი შეზღუდვა და გამკაცრება, ემსახურება მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system