თავში

ოსური ენიდან რამდენიმე ასოს იღებენ

​ოსური ენიდან რამდენიმე ასოს იღებენ
ოსური ენიდან რამდენიმე ასოს იღებენ

ოკუპირებულ ცხინვალში ოსური ენის ახალი სახელმძღვანელო გამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ასო ამოღებულია. საუბარია ასოებზე „й, ё, ш, ж, э, ю, я, ъ, ь“.

წიგნის ავტორის, ზოია ბიტარდის გადაწყვეტილებამ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების პროტესტი გამოიწვია. ისინი ახალი სახელმძღვანელოების სასკოლო პროგრამიდან დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვენ.

ოკუპირებული რეჟიმის ინიციატივით უკმაყოფილო ადამიანები სოციალურ ქსელებში კრიტიკას არ მალავენ.

„ოსურ ანბანში ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებასთან, მათ შორის ოსური ენის მასწავლებლებთან უნდა იყოს შეთანხმებული, გადაწყვეტილება კი საერთო ხმის მიცემის შედეგად უნდა იყოს მიცემული“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოსლან ოსტაევი.

„აქამდე ჩვენ ერთი ანბანი გვქონდა, რომელზეც ნაფი ჯუსოითი და ვასო აბაევი წერდნენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ზედმეტი ასოები გვაქვს“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრი მადინა ბაგაევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system