თავში

ოთხი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას აღმაშენებლის გამზირზე

ოთხი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას აღმაშენებლის გამზირზე
ოთხი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევისას აღმაშენებლის გამზირზე

თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მეორე მსუბუქ ავტომობილსა და ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა მსუბუქად. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system