თავში

ოთო კახიძეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

ოთო კახიძეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
ოთო კახიძეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. მ

მისი თქმით, ვირუსის რამდენიმე სიმპტომი გამოუვლინდა, რის შემდეგაც მედიკოსებს დაუკავშირდა. 

"კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს", - წერს ოთო კახიძე. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system