თავში

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ამოქმედდა კომენდანტის საათი

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ამოქმედდა კომენდანტის საათი
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ამოქმედდა კომენდანტის საათი

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ქვეყანაში საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. 

საყოველთაო კარანტინი ხვალ, დილის 8:00 საათიდან ამოქმედდება. 

გახარიას თქმით, მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს. მან სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული უკეთესი სიტუაცია მოდუნების საფუძველი არ არის.

,,სრულიად იკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის მეტროთი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი ცხადდება. იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ ადამიანებისთვის სახლიდან გასვლა, მათ გასვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე.” –განაცხადა გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცადებით, საკარანტინო პირობებში, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system