თავში

გროზნოს ქუჩაზე განახლებული სკვერი საზეიმოდ გაიხსნა - PHOTO

გროზნოს ქუჩაზე განახლებული სკვერი საზეიმოდ გაიხსნა - PHOTO
გროზნოს ქუჩაზე განახლებული სკვერი საზეიმოდ გაიხსნა - PHOTO

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3 200 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო. რეაბილიტირებული სკვერის საზეიმო გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო. გარდა ამისა, განთავსდა საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ბევრი მწვანე სივრცის შექმნაა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „არბამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 503 330 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system