თავში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 200-მდე ბავშვი მოიწამლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 200-მდე ბავშვი მოიწამლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 200-მდე ბავშვი მოიწამლა. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიმდინარეობს მოკვლევა. 

წინასწარი ინფორმაციით, ბაღების აღსაზრდელებს აღენიშნებათ დიარეა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვირუსით ან საკვები პროდუქტით მოწამვლით. 

აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელთაგან მხოლოდ ერთია გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მას ენტეროვირუსი დაუდასტურდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში შეამოწმებს სააღმზრდელო დაწესებულებების კვების ბლოკებს და აიღებს სურსათის ნიმუშებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system